LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა ქალიშვილს, მაიკლ ჯექსონის ქურთუკი აჩუქეს

238
22643316-0-image-m-21-1577233395784

გუშინ, კაილი ჯენერის ვიდეო გავრცელდა, საიდანაც ვიგებთ, რომ დიდი ოჯახის მთავარმა „დედაბოძმა,“ კრის ჯენერმა თავის 2 წლის შვილიშვილს, საშობაოდ, მინი სახლი აჩუქა, რომელიც ყველაფრითაა აღჭურვილი და გოგონას იქ ცხოვრება შუძლია. როგორც ჩანს, „საჩუქრების ორთაბრძოლა“ გრძელდება…

ვიდეო: კაილი ჯენერის ქალიშვილს ბებიამ საშობაოდ სახლი აჩუქა

სათამაშო სახლი კონდიციონერით, სამზარეულოს სრული ინვენტარით, აივნითა და საძინებელი ოთახით - აღნიშნული საჩუქარი გოგონას მისმა ბებიამ, კრის ჯენერმა აჩუქა

დიდი ოჯახის კიდევ ერთი ეპატაჟური ქალბატონი, კიმ კარდაშიანი თავის ქალიშვილს საოცარ საჩუქარს უკეთებს.

კიმმა და მისმა მეუღლემ, კანიე უესტმა  6 წლის ნორდს, ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის, ლეგენდარული, ხავერდის ქურთუკი აჩუქეს. სწორედ აღნიშნული ქურთუკით ხვდებოდა პოპ-ვარსკვლავი ოდესღაც ელიზაბეტ ტეილორს.

კიმ კარდაშიანმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და თქვა, რომ უნიკალური  ნივთი მათ აუქციონზე შეიძინეს, თუმცა თუ რა დაუჯდა წყვილს ეს საჩუქარი, თავად არ დაუკონკრეტებია. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ წყვილმა ის აუქციონზე, 65,625 დოლარად შეიძინა.

ნორდს, ჯექსონის ქურთუკის ჩაცმა უკვე შეუძლია, რადგან მშობლებმა ის დააპატარავეს. ფოტოში ჩანს, რომ ქურთუკის ჯიბეში, მაიკლ ჯექსონის უნიკალური, უიშვიათესო ფოტოალბომია განთავსებული.