როგორც ცნობილია, საკულტო ფილმის, „მატრიცას“ მე-4 ნაწილის გადაღებები, რომელშიც მთავარ როლებს კვლავაც კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი ასრულებენ, განახლდა. კიანუ რივზი გადამღებ ჯგუფთან და თავის შეყვარებულთან, 44 წლის ალექსანდრა გრანთთან ერთად ბერლინში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ წყვილი პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება. გასულ კვირას, 55 წლის რივზი და 47 წლის გრანტი რესტორანში დააფიქსირეს. ახლა კი ვარსკვლავური წყვილი ბერლინის ხელოვნების მუზეუმში გადაიღეს. როგორც ჩანს, ისინი მუშაობის გარდა დროს საკმაოდ სასიამოვნოდ და საინტერესოდ ატარებენ და გერმანიის კულტურულ ღირშესანიშნაობებს ეცნობიან.
კიანუმ ყოველდღიური მაისური და ბათინკები, კლასიკურ შარვალსა და პიჯაკს შეუხამა. ხოლო ალექსანდრამ არჩევანი თავისუფალ ტანისამოსზე შეაჩერა.
შეგახსენებთ, საკულტო ფილმის მე-4 ნაწილს 2021 წელს ვიხილავთ.