LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიანუ რივზი „ჯონ უიკის“ გადასაღებ მოედანზე შეყვარებულის თმის სამაგრით გამოჩნდა

123
Untitledრ

გაზაფხულზე, „ჯონ უიკი“ მე-4 ნაწილის გადაღებები დაიწყო. კიანუ რივზი პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოექცა. როგორც ჩანს, გადაღებები კულმინაციას უახლოვდება.

„მატრიცა 4“-ის გადაღებების შემდეგ კიანუ რივზი „ჯონ უიკი 4“- ის გადაღებებს შეუდგა

სულ ცოტა ხნის წინ 56 წლის ვარსკვლავი ბერლინის ქუჩებში გადაღებებზე მიმავალი დააფიქსირეს. ის საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურებოდა. მას შავი მაისური ეცვა, წამოზრდილ თმაზე კი ბაფთებიანი თმის სამაგრი ეკეთა. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

„მისი შეყვარებულის თმის სამაგრებია“, „ყველაფერი უხდება“, „ჯონ უიკს რომ უყურებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ კიანუ გადაღებებზე ასე დადიოდა“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, „ჯონ უიკის“ მე-4 და მე-5 ნაწილებს ერთმანეთის მიყოლებით გადაიღებენ, ფილმის პრემიერა კი 2021 და 2022 წელს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები