35 წლის კეტი პერი და 43 წლის ორლანდო ბლუმი მალე მშობლები გახდებიან. სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს მომავალი ქალიშვილის საძინებელი ოთახი დაათვალიერებინა. ოთახი ვარდისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. კეტიმ საზოგადოებას ქალიშვილის კომბენეზონიც აჩვენა, რომელზეც ორლანდო ბლუმია გამოსახული. ინსაიდერების თქმით, საძინებელი მომავალმა მშობლებმა თავად გაარემონტეს.
შეგახსენებთ, გასულ თვეს, ინფორმცია გავრცელდა, რომ ვარსკვლავური წყვილის მომავალი ბავშვის ნათლია, მსახიობი, ჯენიფერ ენისტონი იქნება. ტაბლოიდების ცნობით, პერის ეს ძალიან უნდოდა და ენისტონიც მას დიდი სიხარულით დათანხმდა.
კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის ქალიშვილის ნათლია ჯენიფერ ენისტონი იქნება
„კეტი და ჯენიფერი ძალიან ახლო მეგობრები არიან, კარანტინის დროს ისინი დროს ერთად ხშირად ატარებდენენ და ხალხისგან მოშორებულ ადგილებში სეირნობდენ“. - აცხადებს ინსაიდერი