ცოტა ხნის წინ, „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, Balenciaga-ს საშემოდგომო კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად უამრავი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის გახლდათ 44 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტი, კანიე უესტი.
ის საზოგადოების წინაშე უჩვეულო ფორმით გამოჩნდა. მისმა გამოჩენამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას სახე სრულად ჰქონდა ნიღბით დაფარული და საკუთარი ბრენდის დიდი ზომის შავი მოსაცმელი ეცვა.