აშშ-ში ძაღლებს შორის სერფინგის ტრადიციული ჩემპიონატი გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ შეჯიბრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ყველაზე მეგობრულ ჩემპიონატში ათობით ძაღლი იღებდა მონაწილეობას და 7 კატეგორიაში 20 გამარჯვებული გამოვლინდა. სპორტსმენები ზომა-წონის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილდნენ და უსაყვარლესი სანახაობა დადგეს.
წლევანდელი ღონისძიების განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენდნენ ის ძაღლები, ვინც შარშან იპოვა ახალი ოჯახი და წელს უკვე განსხვავებულ ამპლუაში იყო წარმოდგენილი.