საპატიო თბილისელების დაჯილდოებაზე ბრწყინავდნენ თბილისის მერ კახი კალაძე და მისი მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე.
სპეციალურად ამ დღისთვის ანუკიმ სრულიად თეთრი სამოსი შეარჩია, თმა უკან გადაიწია და ნაზი სამკაულები მოირგო.
თბილისობის დღესასწაულზე წყვილი განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყო და ცნობილ სახეებს აქტიურად ეკონტაქტებოდა. მათ შორის იყვნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე.
კახი კალაძის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ღონისძების ამსახველი ფოტოები.
ფოტოგრაფებს ძალიან რომანტიკული კადრები აქვთ დაჭერილი, სადაც კახი და ანუკი ერთმანეთს სიყვარულით უყურებენ, ასევე თბილისის მერი მეუღლეს ხელზე ეხება.