თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
თბილისის ქუჩებში მოქალაქეებთან შეხვედრის ფოტოებს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში.
განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.
მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე.
ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა!”, – წერს კახა კალაძე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თბილისის მერი კახი კალაძე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად დაესწრო.
ფოტო: ანუკი არეშიძე თეთრ პიჯაკსა და შარვალში შეუდარებლად გამოიყურება