LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ხაზს უსვამდა, რომ სადაც მეწყერულ-ღვარცოფული მოვლენები დიდი პრობლემაა, აუცილებელია ტყის საფარის შენარჩუნება, მისი თითოეული პროექტი ქვეყნისთვის უმწვავეს თემებს ეძღვნებოდა“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ გიორგი ყარალაშვილზე

455
Untitled design

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფორსეტი“ 3 აგვისტოს შოვის მეწყერის დროს გარდაცვლილი გიორგი ყარალაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

„ფორსეტი“ გიორგი ყარალაშვილის თანაავტორობით შექმნილი პროექტიდან ფრაგმენტს ავრცელებს და წერს, რომ გიორგის თითოეული პროექტი ქვეყნისთვის უმწვავეს და უმნიშვნელოვანეს თემებს ეძღვნებოდა:

„ფოტოზე რასაც ხედავთ, ნაწყვეტია 2022 წელს შესრულებული მონაცემთა ვიზუალიზაციის პროექტიდან, რომლის თანაავტორიც გიორგი ყარალაშვილია.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, გიორგი ხაზს უსვამდა, რომ საქართველოსთვის – სადაც მეწყერულ-ღვარცოფული მოვლენები დიდი პრობლემაა – აუცილებელია ტყის საფარის შენარჩუნება, მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე კაპიტალური დამცავი ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინებების სისტემების მოწყობა.

გიორგი 3 აგვისტოს შოვში მომხდარი მეწყერისას დაკარგულთაგან ერთ-ერთია.

გიორგი ჩვენს ჰაკათონებში ხშირად მონაწილეობდა და მისი ნამუშევრები ხშირად გამარჯვებულთა შორისაც ხვდებოდა. მისი თითოეული პროექტი ქვეყნისთვის უმწვავეს და უმნიშვნელოვანეს თემებს ეძღვნებოდა.

სიტყვები არ გვყოფნის იმის აღსაწერად, თუ რამხელა დანაკარგია გიორგი საქართველოსთვის.

უფრო მეტად კი, სიტყვები არ გვყოფნის იმ ტკივილის აღსაწერად, რასაც მისი დაკარგვა იწვევს ყველასთვის, ვინც მას იცნობდა, მასთან უმუშავია ან უბრალოდ, მისი დიდი და გადამდები ღიმილი უნახავს.

ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიის ყველა სხვა მსხვერპლის ოჯახებსა და მეგობრებს. ამ ვიზუალიზაციის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ კომენტარებში“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ფოტოზე რასაც ხედავთ, ნაწყვეტია 2022 წელს შესრულებული მონაცემთა ვიზუალიზაციის პროექტიდან, რომლის თანაავტორიც გიორგი…

Posted by ForSet • ფორსეტი on ორშაბათი, 07 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. ამ დრომდე ეძებენ 18 ადამიანს. სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ.

„ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში.. ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ“ – ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

“არა მხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!” – მეგობარი გიორგი ყარალაშვილზე

„გული იმხელა ჰქონდა, მეგონა, სამყაროში ყველა სანუგეშებელს ანუგეშებდა.. იშვიათად მინახავს თავის კუთხეზე ასე შეყვარებული ადამიანი“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები