LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯასტინ ბიბერს კონცერტზე ძველი ქართული დროშის ფერებში დემნა გვასალიამ ჩააცვა

1644
demnajasti

„ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. ის აქტიურად თანამშრომლობს უამრავ ვარსკვლავთან, მათ შორის არის ჯასტინ ბიბერი, რომელიც დიზაინერის დაგეგმილ კამპანიებშიც მონაწილეობს.

ახლახან ჯასტინ ბიბერს კონცერტი ჰქონდა დუბაიში, სადაც ის კვლავ დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსით გამოჩნდა.

ახლახან იქ გადაღებული ფოტო სტეფანემ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას ამ ჩაცმულობამ 90-იანი წლების ძველი ქართული დროშის ფერები მოაგონა: „დემნამ „ბალენსიაგას“ სპორტული ხაზი 90-იანების საქართველოს დროშის ფერებში გააკეთა და ჯასტინ ბიბერს ჩააცვა…“

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ ახლახან მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ ის, როგორც დიზაინერი, მხოლოდ სახელით მოიხსენიონ. იმავდროულად, მან „ინსტაგრამზე“ თავის ანგარიშზე დემნა როგორც ინგლისურად, ასევე ქართული ასოებითაც დაიწერა და ამით ხაზი გაუსვა, რომ საკუთარ ქართულ წარმომავლობას არასდროს უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები