Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ფოტო: იყიდება ორსართულია ბორბლებიანი სახლი, რომელსაც ლიფტი და აივანი აქვს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იყიდება ორსართულია ბორბლებიანი სახლი, რომელსაც ლიფტი და აივანი აქვს

2074
carhouse20

კომპანია SAIC-მა უჩვეულო ბორბლებიან სახლზე Maxus Villa Edition–ზე შეკვეთების მიღება დაიწყო. მოდელის განმასხვავებელ ნიშნებს შორისაა – სრულყოფილი მეორე სართული მინის კედლებით, პატარა აივანი და ლიფტი. ფეშენებელური ავტომობილისთვის ჩინური კომპანია 413 ათას დოლარს ითხოვს.

ტექნოლოგიური სახლის ქვედა სართული მოძრავი სექციებითაა დაკომპლექტებული და მათი დახმარებით ფართობი 20 კვ/მ–მდე იზრდება. პირველ სართულზე სავარძლები, გასართობი სისტემა და ჭერზე განთავსებული ეკრანი მდებარეობს. ავტომობილის ელექტრონიკა სმარტფონით, ხმოვანი ასისტენტით და ჟესტებით იმართება.

პირველ სართულზე მდებარეობს ასევე სამზარეულო მაცივრითა და გაზქურით, საშხაპე და კომპაქტური ლიფტი, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანზეა გათვლილი.

საძინებელი ზონა პირველ სართულზეცაა და მეორეზეც, საჭიროების შემთხვევაში კი ძილი სავარძლებზეც შეიძლება.

რაც შეეხება მეორე სართულს, მისი მოწყობა კლიენტის სურვილის მიხედვითაა შესაძლებელი, მაგალითად კაბინეტის, მისაღების ან რაიმე სხვა სივრცის გაკეთება შეიძლება. იქვეა მოძრავი აივანიც, რომელიც მხოლოდ მოთხოვის შემდეგ იწევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები