LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იყიდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ვილა, თავისი საავტომობილო მუზეუმით

127
luxury

ლოს-ანჯელესში  გასაყიდად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ვილა Palazzo di vista გამოიტანეს. გარდა უნიკალური ვილისა, ტერიტორიაზე განთავსებულია ასევე საავტომობილო მუზეუმი და ხელოვნების გალერეა, როგორც კლასიკური ასევე ვირტუალური სახით.

კომპლექსი ცნობილ პლასტიკურ ქირურგს, ალექს ჰადავის ეკუთვნის და თავის დროზე მან ვილაში 87,7 მილიონი დოლარი გადაიხადა. ახალი ფასი კი საკმაოდ დაბალი, მხოლოდ 50 მილიონი დოლარია.

Palazzo di vista-ს „ხედების სასახლეს“ უწოდებენ. საქმე ისაა, რომ ვილის ყველა ფანჯრიდან უნიკალური პეიზაჟი იშლება. სახლის ფართობი თითქმის 2 ათასი კვადრატული მეტრია.

გარდა კლასიკური საძინებლების, სამზარეულოსა და აბაზანებისა, შიგნით განთავსებული ღამის კლუბი, ღია აუზი, შამპანურის ოთახი და მთელი საავტომობილო მუზეუმი. ამჟამინდელი მფლობელის კოლექცია თანამედროვე სუპერქარებთან ერთად ასევე ვინტაჟურ მოდელებსაც აერთიანებს.

პოტენციური მყიდველი სახლთან ერთად ამ ავტომობილებსაც მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები