LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იტალიურმა კომპანიამ მფრინავი რეაქტიული ჰიპერქარის პროექტი წარმოადგინა

122
firenzenews2013

იტალიურმა კომპანიამ Firenze მფრინავი ავტომობილის Lanciare–ს პროექტი წარადგინა. 7 მეტრის სიგრძის აერომობილის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი დოლარი იქნება.

პირველი მფრინავი ჰიპერქარის დაპროექტება იტალიურმა კომპანიამ ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კი სპეციალისტებმა აერომობილის ფინალური ვერსია წარადგინეს. ავტორთა ჩანაფიქრის მიხედვით, მფრინავი ავტომობილი ოთხადგილიანი იქნება და ოთხივე მგზავრი თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობს.

ჰიპერქარს მიწაზე გადაადგილებაც შეეძლება, მათ შორის სხვადასხვანაირი საფარის მქონე გზებზე თუ სრულ უგზოობაში. თუ როგორ აგრეგატს მიიღებს მოდელი, ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება და სავარაუდოდ, ის ჰიბრიდი იქნება.

პროექტის ავტორთა ინფორმაციით, აერომობილს ჰაერში გადაადგილების დროს 800 კმ/სთ–ის განვითარება შეეძლება და მისი სვლის მარაგი 1300 კილომეტრი იქნება. წარმოების ღირებულებად ინჟინერები 20–40 მილიონ დოლარს ასახელებენ და თითოეული ეგზემპლარის ფასი 5–დან 7 მილიონამდე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები