LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ისტორიაში მეორე სერიული Ford GT აუქციონზე გაიყიდება

64
fordgt2011

Sotheby’s აუქციონზე 2004 წლის Ford GT გამოიტანეს, სუპერქარის გარბენი მხოლოდ 402 კილომეტრია. ამერიკული ბრენდის ისტორიაში მეორე GT მინიმუმ 500 ათას დოლარად შეფასდება.

გასაყიდად გამოტანილი ეგზემპლარი  სერიული სუპერქარების პირველ თაობას ეკუთვნის, 2004 წლიდან 2006 წლამდე „ფორდმა“ სულ 4038 მსგავსი ავტომობილი გამოუშვა. პირველი 9 ავტომობილი კომპანიის თანამშრომლებისთვის იყო გათვლილი და ლოტიც სწორედ ამ სერიიდანაა. უფრო ზუსტად კი აღნიშნული სუპერქარი კონვეიერიდან რიგით მეორე ჩამოვიდა და ამას ძარის ნომერიც ადასტურებს. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ სერიული ხაზის პირველი მოდელი ამერიკული კონცერნის კოლექციაში ინახება ხოლმე, 02 მოდელი ძალიან ძვირფას ეგზემპლარად ითვლება.

Ford GT–ის კაპოტის ქვეშ 5.4 ლიტრის მოცულობის V8 ძრავია განთავსებული და აგრეგატს 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი 100 კმ–ს ასაკრეფად 3,9 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ–ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები