LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ირანში ძალიან პატარა, 20 ძალის მქონე ელექტროქარი წარადგინეს

38
190-1024x576

სტარტაპმა Paraks „ირანული ელექტროქარი“ Cheetah Yooz წარადგინა. სიახლეზე ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იმისთვის, რომ მიხვდეთ, იდეის ავტორებმა უკვე არსებული მოდელით იხელმძღვანელეს. ელექტროქარი სულ მცირედით სახეცვლილი ჩინური Rayttle E28-აა, რომელიც თავის მხრივ ფრანგული Renault Twizy-ს კლონია. მიუხედავად ამისა, Paraks ირწმუნება, რომ 800-მდე ორიგინალი დეტალი აქვს.

Cheetah ჩინური „დონორისგან“ უკანა ფარების გამარტივებული დიზაინით და ცოტა სხვანაირად გაფორმებული წინა ნაწილით განსხვავდება. სითი ქარი მოძრაობაში 20 ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავს მოჰყავს. ელემენტის სიმძლავრე 7,7 კილოვატ საათია, სვლის მარაგი კი 80-100 კილომეტრი.

ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები