იორდანიის დედოფალი რანია 50 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მეფე აბდალ მეორეს მეუღლემ „ინსტაგრამზე“ ახალი საოჯახო ფოტოები გამოაქვეყნა. ოფიციალურ ფოტოებზე ის მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად პოზირებს. მათ შორის არიან 26 წლის პრინცი ჰუსეინი, 23 წლი პრინცესა იმანი, 19 წლის პრინცესა სალმა და 15 წლის პრინცი ხაშიმი.
ცოტა ხნის წინ ჟურნალ Hello-სთვის მიცემულ ინტერვიუში რანიამ მიმდინარე წლის გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სამეფო ოჯახის ცხოვრების წესიც რადიკალურად შეიცვალა და ოჯახმა ერთად ყოფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიაზრა.