LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იაპონიის ავტოსალონი 2024

120
nissan

იაპონური საავტომობილო კულტურის შესახებ ასობით გვერდის წაკითხვა შეიძლება: რიგითი ავტომფლობელების გემოვნების, სუბკულტურების უცნაურობების თუ საავტომობილო ოლიმპის ლეგენდარული სახელების შესახებ. ანდაც, უბრალოდ შეგიძლიათ ტოკიოს ავტოსალონზე შეიხედოთ და მაშინვე მიხვდეთ ნაციის საავტომობილო გემოვნებას, ტუნინგის ბოლო ტრენდებს გაეცნოთ და ძალიან საინტერესო მოდელებიც აღმოაჩინოთ.

საქმე ისაა, რომ ტოკიოს ზამთრის ავტო სალონზე მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა: ინდუსტრიის გიგანტებით დაწყებული, ცნობილი ტუნინგ ატელიეებით გაგრძელებული და პატარა სახელოსნოებით დამთავრებული.

თავად ნახეთ თუ რამდენად მრავალფეროვანი და თავისუფალია იაპონური ტუნინგის სამყარო!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები