იაპონიაში 50 დოლარად ყიდიან ხელსაწმენდების ჩასაწყობს, რომელსაც საკულტო Nissan Skyline GT-R-ის ფორმა აქვს. აქსესუარი ძარა R34-ის ფანების საყვარელი ავტომობილის სტილშია შესრულებული. ყველაზე უჩვეულო კი არის ის ფაქტი, რომ ხელსახოცების ჩასაწყობი აბსოლუტურად ლეგალურია და Nissan-ის ოფიციალური ლიცენზიაც აქვს.
ხელსახოცების ჩასაწყობის სიგრძე 292 მილიმეტრია, სიგანე – 114 მილიმეტრი, სიმაღლე – 84 მილიმეტრი. შესაბამისად, ორიგინალ ავტომობილთან შედარებით ის 1:15 პროპორციითაა შემცირებული.
შეფერილობის ვარიაცია სამია – შავი, ვერცხლისფერი და ყველაზე პოპულარული ლურჯი Bayside Blue.