LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იაპონიაში ჯეიმს ბონდის Toyota 2000GT-ის თანამედროვე რეპლიკას გამოუშვებენ

123
08909

იაპონელმა ინჟინრებმა Toyota 2000GT-ის თანამედროვე რეპლიკა შექმნეს. 1960-იანი წლების ლეგენდარული სპორტქარის ასლი ფირმა rocky Auto-ს სპეციალისტებმა დაამზადეს. ახალ ავტომობილს ოფიციალურად Tokyo Auto Salon-ის გამოფენაზე წარადგენენ. კომპანია შეკვეთების მიღებასაც ამავე გამოფენაზე დაიწყებს.

წინასწარი ინფორმაციით, 2000GT-ის რეპლიკა 2 ლიტრის მოცულობის ბენზინის აგრეგატს მიიღებს. გარდა ამისა, ავტომობილი როდსტერის ძარითაც იქნება ხელმისაწვდომი. ასლის ფასი 200 ათას ევროს არ გადააჭარბებს.

ორიგინალი სპორტქარისგან ახალი მანქანა საჭის გამაძლიერებლით, ახალი მუხრუჭებით, ასევე კლიმატის სისტემებითა და სხვა თანამედროვე მოწყობილობებით იქნება განსხვავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები