LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იაპონიაში ახალი Mitsubishi Outlander–ებით დატვირთული გადამზიდი გადაიღეს

95
autonews203345

იაპონიაში გადაიღეს ავტო გადამზიდი, რომელზეც სულ ახალი Mitsubishi Outlander–ები იყო განთავსებული. იღბლიანი კადრის დამსახურებით შესაძლებელი გახდა, რომ მეოთხე თაობის Outlander აქტუალურ მოდელთან შეედარებინათ, რადგან კროსოვერები ერთმანეთის პირისპირ იყო განთავსებული. ავტომობილებს კამუფლაჟი არ ქონდათ, ასე რომ Mitsubishi–ს სიახლის ვიზუალი პრეზენტაციამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა.

Mitsubishi პირობას დებდა, რომ Outlander–ის შემდეგი თაობა გაბარიტებში ნამდვილად არ შემცირდებოდა. ფოტოს მიხედით კი ირკვევა, რომ დიდი ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა საბურავთა ბაზა ნამდვილად გაზრდილია.

სიახლის განმასხვავებელი ნიშანი – უკანა ნაწილია, სადაც შავი ფერის დეტალები „მოლივლივე“ სახურავის ეფექტს ქმნის. გარდა ამისა, კროსოვერი ბევრად უფრო დიდი დისკებითაა წარმოდგენილი და მათი ნახატიც უფრო გამოკვეთილია.

რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, საბაზისო ძრავი ალბათ ბენზინის ატმოსფერული 2,5 ლიტრის მოცულობის აგრეგატი იქნება, ისეთივე როგორიც მონათესავე Nissan X-trail–ს აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები