აუქციონის სახლმა Barett-Jackson გასაყიდად ელექტრონული GMC Hummer EV–ს პირველი სერიული ეგზემპლარი გამოიტანა. მოდელი კონვეიერიდან გასულ წელს ჩამოვიდა და მას ექსტერიერის ექსლკუზიური დეტალები გამოარჩევს.
ელექტროპიკაპების GMC Hummer EV შეზღუდული სერია გასული წლის ოქტომბრის თვეში გამოვიდა. პირველი ეგზემპლარის შეძენა 112 595 დოლარად იყო შესაძლებელი, თავდაპირველი დეპოზიტი კი 100 დოლარს შეადგენდა. ყველა ელექტრომობილი 24 საათზე ნაკლებ დროში შეიძინეს. ხოლო, თუ როდის გეგმავს ამერიკული კონცერნი შემდეგი პარტიის გამოშვებას, უცნობია.
GMC Hummer EV–მ თეთრი ფერის ძარა და გამჭირვალე სახურავის დეტალები მიიღო. შეზღუდული სერიის ინტერიერი შავ–თეთრ ფერშია შესრულებული და თან ოქროსფერი დეკორატიული ელემენტებიც აქვს.
ელექტროპიკაპი 12,3 დიუმიანი ვირტუალური პანელით, 13,4 დიუმიანი მულტმედიური ეკრანით, ასევე მძლავრი აკუსტიკური სისტემითაა აღჭურვილი.
ხუთადგილიანი Hummer მოძრაობაში 3 ელექტროძრავს მოყავს და მათი საერთო სიმძავრე 1014 ცხენის ძალას შეადგენს. 100 კმ/სთ–მდე მოდელი 3 წამში ხურდება და ერთი დამუხტვით ელექტროპიკაპს 560 კილომეტრის გავლა შეუძლია.
რაც შეეხება აუქციონს, ორგანიზატორები ლოტის ღირებულებას არ ასახელებენ და მხოლოდ იმას აზუსტებენ რომ მთელი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.