Maroon 5 -ის ფრონტმენმა, 42 წლის ადამ ლევინმა „ინსტაგრამზე“ სახალისო ფოტო დადო. ის მეუღლესთან, ბეჰატი პრინსლოუსთან და ორ ქალიშვილთან ერთად კაბაში გამოწყობილი პოზირებს. პოსტმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, მომხმარებლებმა ფოტო გააშარჟეს და არაერთი ვერსია შექმნეს.
„გოგოებს გართობა მოუნდათ“, – ასე დაასათაურა სახალისო ფოტო ლევინმა.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავურმა წყვილმა კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მონტესიტოში 22,7 მილიონ დოლარად უზარმაზარი სახლი შეიძინა.