19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი ბექა ფილფანი სტიქაროსანი გახდა.
“ფეისბუქზე” ის სტიქარში გამოწყობილ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“დიახ შენ სხვანაირად არ შეგეძლო ! იმ სითბოს , იმ სიყვარულს , იმ სიხარულს იმ ბედნიერებას დედამიწა ვერ იტევდა და მუდამ ცისკენ ისწრაფვოდი”.
შეგახსენებთ, ეს ის ბიჭია, რომელმაც პირდაპირ ეთერში, გიორგი შაქარაშვილის რჩევა გაიხსენა: “ყოველთვის თქვი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. ამ რჩევის გახსენების შემდეგ კი ატირდა.
https://www.facebook.com/shakarashviliani/posts/4283614905012498