LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გიჟური იდეა და ბავშვობის ოცნება – თბილისის ცაზე მფრინავი ცოცხი გამოჩნდა

1095
aaaa

„გიჟური იდეა და ბავშვური ოცნება“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს ფოტოებს დავით ფარჯიანი, სადაც ის ჰარი პოტერივით ცოცხით დაფრინავს. 24 წლის ასაკში ახდენილი ოცნებისა და პირველი სახიფათო ფრენის შესახებ ფარჯიანმა “დაიჯესტთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ფრენით პატარაობიდან ვიყავი შეპყრობილი. მახსოვს, ბავშვობაში პირველად რომ ვუყურე ჰარი პოტერს და დავინახე როგორ დაფრინავდნენ ცოცხებით, წარმოვიდგინე, როგორი შეგრძნება იქნებოდა ფრენა თან ცოცხით. მაგიური და გასაოცარი, ის რაც ბუნებრივად არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს ხშირად ჩვენვე ვწყვეტთ.

პირველად სვანეთში, ყველაზე სახიფათო საფრენი ადგილიდან ვიფრინე ჩემს ბიძაშვილთან ერთად. ვცდილობდით უშბაზე მაღლა ავსულიყავით, ჰაერის ნაკადებს ვიჭერდით, მაგრამ არ გავითვალისწინეთ, რომ მაღლა და მაღლა უფრო შეგვცივდებოდა და შუა აგვისტოში გაყინულები დავნებდით უშბას.

თავდაჯერებულობით სავსე, ქორივით გადაჰყურებ ყველაფერს. ქვევით ჩიტები დაფრინავენ. ყველაფერი, რაც დიდი ჩანდა უსუსური და პატარა ხდება”, – აცხადებს ექსტრემალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები