გია სურამელაშვილი ჩაცმულობას დიდ ყურადღებას უთმობს. მომღერალი საკუთარი გემოვნებით ამა თუ იმ კოსტიუმს მკერავს უკვეთავს ხოლმე. მისი სტილი ყოველთვის არაორდინალური და განსხვავებულია. იგივე შეიძლება ითქვას მომღერლის ვარცხნილობასა თუ შერჩეულ აქსესუარებზეც.
ამჯერად მან საკუთარი გარდერობიდან რამდენიმე კოსტიუმი ანაკლიის მოდის კვირეულზე წარმოადგინა.