LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გასაყიდად გამოიტანეს გიგანტური ავტოსახლი. მას აქვს ფარეხი, რომელსაც კომპლექტში თოვლმავალი მოჰყვება

141
Screenshot 2023-01-06 105820

ონლაინ აუქციონზე Bring a Trailer უჩვეულო ლოტი გამოჩნდა – გიგანტური ბორბლებიანი სახლი, რომელიც 1947 წლის Ford-ის სატვირთოს ბაზაზეა აწყობილი. კემპერი დიდი ხნის განმავლობაში უძრავად იდგა, თუმცა გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე ის გააცოცხლეს და ექსპლუატაციისთვის მოამზადეს. სხვადასხვა ცნობებით, მთლიანობაში 3 ასეთი ავტოსახლი იყო აგებული – ერთ-ერთის მფლობელმა მოითხოვა სივრცე, რომლითაც ცხენებს გადაიყვანდა, მეორეს ნავის ტრანსპორტირებისთვის სჭირდებოდა ადგილი, მესამეს კი თოვლმავალის შესანახად ფარეხის დამატება სურდა. ვაჭრობის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ფასმა 120 ათას დოლარს მიაღწია.

ავტო-სახლის კაპოტის ქვეშ 6,4 ლიტრის მოცულობის V8 ძრავაა დამონტაჟებული და აგრეგატი 4 საფეხურიან ავტომატიზებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ავტო-სახლის ინტერიერი 70-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა. დიზაინში არის ძალიან ბევრი ხე, ვინტაჟური გაფორმება და საკმაოდ მძიმე ყვითელი ფარდები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები