LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ford Bronco ბარბის მოდურ ავტომობილად გადააქციეს

130
ford

აგრესიული Ford Bronco თოჯინა ბარბის მანქანად გადააკეთეს. ფილმის პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ყველგანმავლის გაფორმება ამერიკულმა ტუნინგ ატელიე Bayshore Automotive-მა გადაწყვიტა. ავტომობილი სახელად Barbie Dream Bronco მთლიანად ვარდისფერ ფერშია შესრულებული. ანალოგიური გაფორმება გამოიყენეს ტუნერებმა სალონისთვისაც. ამასთან, მიუხედავად ბევრი მოდური დეტალისა ამერიკულმა ყველგანმავალმა დაცვის დამატებითი ელემენტებიც მიიღო.

Barbie Dream Bronco მოძრაობაში 2,7 ლიტრის ტურბირებულ V6 ძრავს მოჰყავს, რომლის სიმძლავრეც 310 ცხენის ძალაა. აგრეგატი ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

თოჯინას მოდური მანქანის შეძენა 89 890 დოლარადაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები