47 წლის ესპანელი მსახიობი, პენელოპა კრუსი ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მშვენიერდება. მისი ყოველი გამოჩენა თვალწარმტაცია. ვარსკვლავი საყვარელ ბრენდს, „შანელს“ პრაქტიკულად არასდროს ღალატობს.
ფოტო: პენელოპა კრუსი „შანელის“ კოპლებიან კაბაში ნიუ-იორკის კინოფესტივალზე
47 წლის პენელოპა კრუსი „შანელის“ ყვითელ პიჯაკსა და მინი-კაბაში
ამჯერად ლამაზმანმა ელენ დეჯენერის შოუში გაიბრწყინა, სადაც „შანელის“ შავი, ტყავის ორეული მოირგო. მან ფილმის „კოდი 355“ შესახებ ისაუბრა, რომელშიც მას პარტნიორობას ჯესიკა ჩესტეინი უწევს. მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა დღეს, 7 იანვარს შედგება.