LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს – 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვებით

128
285011018_385471866942264_2626753385643696959_n

ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

კაპნისთავის კანიონი, სადაც კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მონტაჟი მიმდინარეობდა, ტურისტების მისაღებად მზადაა. ახალი კანიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კანიონერ გიდებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დალაშქრა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კაპნისთავის კანიონი ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მდებარეობს.

„600 მეტრი სიგრძის კანიონზე ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 35 მეტრია. სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უჩხოს კანიონის შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ რეგიონში მოაწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები