ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალურ სასამართლო პროცესზე უამრავი შოკისმომგვრელი ფაქტი გახდა ცნობილი. ჰარდის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჯონის ჩვენებების საფუძველზე ირკვევა, რომ ემბერს სიბრაზის მართვის პრობლემები ჰქონდა, მიდრეკილი იყო ძალადობისკენ და უცნაური რიტუალებისკენ.
ვიდეო: „მაპატიე, რომ უფრო მაგრად არ ჩაგარტყი“ – ემბერ ჰარდმა აღიარა, რომ ჯონი დეპს ხშირად სცემდა
ახლა კი გამოცემა „დეილი მეილი“ სტატიას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ემბერი ჯონს „აკოპირებს“. საქმე ისაა, რომ ჰარდი სასამართლო პროცესზე იდენტური ტანისამოსით ჩნდება, რომლითაც მისი ყოფილი ქმარი უკანასკნელ პროცესზე გამოჩნდა. ერთმანეთს ემთხვევა ტანისამოსის ფერი, სტილი და აქსესუარებიც კი.