2021 წლიდან დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისი იმართება, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.
დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისისთვის მზადება უკვე დაიწყო.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით ხდება ცნობილი, საშობაო მეჯლისში მონაწილეობას მიიღებს მომღერალ ელენე ფოჩხუას ქალიშვილი, ლიზი ზარქუა.
საახალწლოდ მორთული დადიანების სასახლეში გადაღებულ ლიზი ზარქუას ფოტოებმა უამრავი მოწონება და დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„ულამაზესი, ლიზი“,
„ჩვენი ულამაზესი დადიანების სასახლე“. – წერენ სოციალურ ქსელში.