LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ედ შირანი ახალშობილ ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

165
safe-image

გასულ თვეს, 29 წლის მუსიკოსი ედ შირანი და მისი მეუღლე, 27 წლის ჩერი სიბორნი მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლაირა ანტარქტიკა დაარქვეს. საინტერესოა, რომ ჩერის ორსულობის შესახებ სულ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რადგან წყვილი ორსულობის ფაქტს არ ასაჯაროებდა.

სულ ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ახალბედა მამიკო თავის ქალიშვილთან ერთად პირველად დააფიქსირეს. შირანი დილით ადრე, ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა. მას  ხელში საბავშვო კალათი ეჭირა. ედს ყოვედღიური ტანისამოსი ეცვა და ქალიშვილს სუფა ჰაერზე ასეირნებდა.

 

 

შეგახსენებთ, ედ შირანი და ჩერი სიბორნი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ისინი სკოლაში ერთად სწავლობდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ, წყვილი დაშორდა. ურთიერთობა მათ 2018 წელს განაახლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები