eBay-ზე იყიდება 499 ერთეული სუპერქარიდან ერთ-ერთი და ფასი 4 350 000 დოლარია. წარმოდგენილი ჰიბრიდი Ferrari LaFerrari პოპულარულ ონლაინ-პლატფორმაზე გამოტანილ ავტომობილთა შორის უძვირესია.
სუპერქარი იდეალურ მდგომარეობაშია, როგორც ვიზუალურად ისე ტექნიკურად. მოდელის ყოველწლიური გარბენი 150 კილომეტრს არ აჭარბებს. ამასთან, თუკი მანქანას მყიდველი გამოუჩნდება ეს ვაჭრობა რეკორდული ნამდვილად არ იქნება, რადგან რამდენიმე წლის წინ LAFerrari-ს ბოლო ვერსია 10 მილიონ დოლარად გაიყიდა.