LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ძველი და თითქოს არაფრით გამორჩეული Volvo 20 მილიონ დოლარად იყიდება

195
vovlonewyork

ნიუ–იორკში იყიდება Volvo V70, რომელიც გასული საუკუნის 90–იანი წლებისაა და 20 მილიონ დოლარად შეფასდა. ავტომობილის არანორმალურად მაღალი ფასი მისი სანომრე ნიშნის დამსახურებაა, საქმე ისაა რომ ეს ნომერი თანამედროვე ნომრების პირველი ოფიციალური ნიმუშია.

გამყიდველის ინფორმაციით, უნიკალური ნომერი მისმა მამამ 1970–იან წლებში შეიძინა, თუმცა მსგავსი ნომრები აქტიურ ხმარებაში მხოლოდ 2010 წლის 1 აპრილიდან შემოვიდა. ნიშანს ყვითელი ფონი და მუქი ლურჯი ფერის ნომრები და იმ ქალაქის დასახელება აქვს დატანილი, სადაც მისი ექსპლუატაცია ხდებოდა. გარდა ნიუ–იორკისა იქვეა წარწერა empire State, რაც მანჰეტენის ცათამბჯენს უკავშირდება.

ნიშნების მსგავსი სერია ციფრებისა და ასოების კომბინაციას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნულ ეგზემპლარს მხოლოდ New York ამშვენებს, რაც იმაზე მიუთითებს რომ ის სერიის პირველი ნიმუშია. გამყიდველის აზრით, მისი ნომერი ნამდვილად ისტორიის ნაწილია, ამიტომ პოტენციურ მყიდველს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს. ამ თანხაში ის ნომერთან ერთად Volvo–ს ძველ უნივერსალსაც მიიღებს, რაც ავტომობილს ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოდელად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები