LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ძმები ჰემსვორტების 20 მილიონიანი ვილა ბაირონ-ბეიზე – სტუმრად ვარსკვლავებთან

138
page

ძმებმა ჰემსვორტებმა, კრისმა, ლიამმა და ლიუკმა ჰოლივუდის სამყარო კარგა ხანია დაიპყრეს. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ისინი დიდ ქონებას ფლობენ. მათგან გამორჩეული ვილაა ბაირონ-ბეიზე. ის ბიჭებმა 2014 წელს, 7 მილიონ დოლარად შეიძინეს. ახლა კი მისი ფასი 20 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსის ყიდვის შემდეგ ძმებმა ის გაარემონტეს. როგორც დასავლური მედია იუწყება, რემონტში ჰემსვორტებმა 4,5 მილიონი დოლარი დახარჯეს.

სახლი, 35 000 კვადრატული მეტრის მიწაზეა გაშენებული. ეზოში 50 მეტრის სიგრძის ღია აუზი მდებარეობს. სახლიდან  საოცარი ხედები იშლება. სახლში 6 საძინებელი ოთახი, ამდენივე სააბაზანო, სპა-ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, სათამაშო სივრცეები და უზარმაზი სასტუმრო ოთახი მდებარეობს, რომელიც სასადილო ოთახს უერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები