LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დონალდ ტრამპის „ფერარი“ მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში გაიყიდება – საწყისი ფასი 500 ათასი დოლარია

49
5ff32eef6056b60018721b59

მაღალი კლასის ავტომობილი Ferrari F430, რომელიც აშშ–ს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის, Mecum Auctions–ის აუქციონზე გაიყიდება. ლოტის მდიდრული წარმომავლობის გათვალისწინებით, საწყისი ღირებულება 500 000 დოლარი იქნება.

ავტომობილი 2007 წელსაა გამოშვებული და მისი ახალი მფლობელი მიიღებს ორიგინალ დოკუმენტაციას, სადაც დაზუსტებული იქნება რომ მისი პირველი და ერთადერთი მფლობელი დონალდ ტრამპი იყო. დოკუმენტაციაზე პრეზიდენტის ხელმოწერაც იქნება დართული.

ავტომობილი არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია შენარჩუნებული და მისი გარბენი 11 100 კილომეტრს შეადგენს.

ტრამპის ფერარი მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში გაიყიდება და თუ რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი მის საბოლოო ღირებულებაზე, რთული სათქმელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები