LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დიდგორის მემორიალზე მანქანებით “დრიფტაობენ”: ადგილიდან ბრინჯაოს 2 არწივია წაღებული

438
102680182-3049475958468177-869952950158557544-n

არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილმა სოციალურ ქსელში დიდგორის მემორიალზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს ავტომანქანის საბურავების კვალი. არქეოლოგი წერს, რომ ადრეც შეიმჩნეოდა მსგავსი ფაქტები. მისი თქმით, მემორიალი ავტოდრომად არის ქცეული და ჩანს “ვაჟკაცების დრიფტის” კვალი.

“დიდგორის მემორიალის ნაჭრილობევი. ქართველთა „ვაჟკაცობის“ კვალი. ადრეც შეიმჩნეოდა ასეთი უმსგავსობა. ორიოდე წლის წინ, გზის ახალი საფარის დაგების დროს, სანიაღვრე თხრილი გაიჭრა და ავტომანქანით გადასვლა შეუძლებელი იყო, წელს ვიღაცეებმა ის ამოავსეს და მემორიალი ავტოდრომად აქციეს” – წერს პირად გვერდზე არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი.

 

 

ფაქტს “საყდრისის კომიტეტი” საგანგებო  განცხადებით გამოეხმაურა, სადაც განმარტებულია, დიდგორის მემორიალთან არა მხოლოდ დრიფტაობენ, არამედ ადგილიდან  გზის მიმანიშნებელი ბრინჯაოს არწივებიდან ორი გამქრალია.

“საყდრისის კომიტეტი” აღშფოთებას გამოთქვამს ვანდალური ქმედების გამო, მემორიალზე, რომელიც საქართველოში მტერზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს და მოუწოდებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დროულად აღკვეთონ მსგავსი ქმედებები დიდგორის მემორიალზე” – წერია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საყდრისის კიმიტეტის” წევრები უახლოესს დღეებში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად დიდგორში ჩასვლას გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები