LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დენზელ ვაშინგტონმა თავისი კლასიკური Porsche 911 Turbo გაყიდა

32
porsche

სავაჭრო სივრცე Bring a Trailer გახდა ადგილი, სადაც შავი კუპე Porsche 911 Turbo გაიყიდა. ავტომობილი, რომელიც საკულტო თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, არამხოლოდ თავისი არაჩვეულებრივი მდგომარეობითაა გამორჩეული, არამედ ცნობილი მეპატრონითაც. სპორტქარი ამერიკელ მსახიობსა და კინო რეჟისორს, დენზელ ვაშინგტონს ეკუთვნოდა.

1977 წელს გამოშვებული მოდელი ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა სულ ახალი შეიძინა და მთელი ამ წლების განმავლობაში მანქანას მფლობელი არ გამოუცვლია. საუკუნის მეოთხედში ვაშინგტონმა ავტომობილით 29 ათასი კილომეტრი გაიარა და თავის Porsche-ს ყოველთვის განსაკუთრებულად უვლიდა. სწორედ ამიტომ, 25 წლის მანქანა ფაქტობრივად ახალივით გამოიყურება.

ვარსკვლავურ სპორტქარს სტანდარტული ტექნიკური შიგთავსი აქვს, რაც 408 ძალის 3,6 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავს ნიშნავს. აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

მოდელში უცნობმა მყიდველმა 405 ათას დოლარზე მეტი გადაიხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები