დედოფალ ელისაბედ II Range Rover აუქციონზე ნოემბერში გაიყიდება. ბრიტანეთში ემზადებიან ვაჭრობისთვის, სადაც მონარქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტომობილს გაყიდიან.
საუბარია 2004 წელს გამოშვებულ მუქი მწვანე ფერის Range Rover Vogue-ზე, რომლის სანომრე ნიშანია – BN04 EPU, ხოლო გარბენი 110 ათას მილს შეადგენს.
პაპარაცებს არაერთხელ გადაუღიათ დედოფალი სწორედ ამ ყველგანმავლის საჭესთან, მის უდიდებულესობას ეს მანქანა მართლაც განსაკუთრებით უყვარდა.