დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა ახლახან ჩვენება გამართა. ორწლიანი პაუზის შემდეგ მის ჩვენებას განსაკუთრებულად ელოდნენ მოდის მოყვარულები. როგორც ყოველთვის, ახლაც – პოდიუმზე რამდენიმე ცნობილი სახე ვიხილეთ, მათ შორის იყვნენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებიც.
ვიდეო: მაკა ჩიჩუას შთამბეჭდავი გამოსვლა პოდიუმზე დათუნა სულიკაშვილის შექმნილ სამოსში
ვიდეო: კრისტი ყიფშიძე პომპეზურ სადედოფლო კაბაში ყოფილ მამამთილთან, ზურა ყიფშიძესთან ერთად
ცნობილი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის („შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“) ფოტო, სადაც ის პოდიუმზე დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი ფართო და გრძელი სტაფილოსფერი კაბით გამოდის, ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. კაბის ფერი ძალიან უხდებოდა რეჟისორის თმის ფერს.