ჩინური ავტომობილების პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება და სამოდელო ხაზიც სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. 2022 წლის განმავლობაში ბაზარზე ათობით სრულიად ახალი მოდელი მოხვდება და მათ შორის იქნება ისეთი ბრენდები, როგორიცაა – Haval, Chery, Geely და სხვა.
ავტო ჟურნალისტებმა თავი მოუყარეს ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს, რომელიც უკვე დადასტურებულია და ავტომოყვარულები მათ შეძენას დანამდვილებით შეძლებენ. მათ შორის ერთდროულად რამდენიმე კროსოვერი, პრემიალურიც კი, ბრუტალური ყველგანმავალი, პიკაპი რომელიც Nissan Navara-ს ბაზაზეა აგებული, სედანი და რამდენიმე ელექტრომობილია.
თვალი გადაავლეთ გალერეას.