LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჩინელების საყვარელი ავტომობილების სიაში მხოლოდ ორი ჩინური მოდელი მოხვდა

62
chinacorlla

მაშინ როცა ჩინური ავტომობილები მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, შინაურ ბაზარზე სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ჩინეთში გაყიდულ 10 ყველაზე მოთხოვნად მოდელს შორის ადგილობრივი წარმოების მხოლოდ ორი ცალია – Haval H6 და Wuling Hongguang Mini. თანაც ეს მოდელები ლიდერთა შორისაც ვერ მოხვდნენ.

როგორც გაირკვა ჩინელები ყველაზე ხშირად Toyota Corolla-ს და Levin-ს ყიდულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მოდელი სულ სხვადასხვა წარმოებისაა, ვიზუალურად ერთმანეთს მართლაც ძალიან ჰგავს. ტექნიკური თვალსაზრისით ისინი ჰიბრიდულ ვერსიაშიც იყიდება. 2021 წელს ადგილობრივმა დილერებმა 546 ათასი ცალი ასეთი სედანი გაყიდეს.

რაც შეეხება ჩინურ Haval H6-ს, რეიტინგში ის მხოლოდ მე-6 ადგილს იკავებს. კროსოვერი ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან იყიდება და 169 ძალის მქონე ტურბო ძრავითია ხელმისაწვდომი. აგრეგატს 224 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები