LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჩემი საუკეთესო მეგობარი და საყვარელი“ – ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი ქორწინების 33 წლის იუბილეს აღნიშნავენ

196
42455404-0-image-a-70-1619895996059

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო და საყვარელი წყვილი ქორწინების 33 წლის იუბილეს აღნიშნავს. 64 წლის ტომ ჰენკსი და 64 წლის რიტა უილსონი მართლაც გამორჩეულ წყვილად ითვლება, აღსანიშნავია, რომ ტომი და მისი მეუღლე არასოდეს გაბმულან ჰოლივუდურ ინტრიგებსა და სკანდალებში.

ტომ ჰენქსი არასოდეს გაბმულა ჰოლივუდურ ინტრიგებსა და სკანდალებში – საინტერესო ფაქტები

ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად რიტა უილსონმა „ინსტაგრამის“ საშუალებით ტომთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.

„33 წელი ქორწინებაში ჩემს საუკეთესო მეგობართან, ჩემს საყვარელთან და ჩემს მამაკაცთან, სიყვარული იმარჯვებს“, – წერს რიტა.

„მადლობა კორონავირუსს, მე და ჩემს მეუღლეს განმარტოვება გვეღირსა” – ტომ ჰენკსი კარანტინიდან ფოტოს ავრცელებს

ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი 1981 წელს, გადასაღებ მოედანზე გაიცნო, ორი წლის შემდეგ კი იქორწინა. საქორწინო ცერემონია ბერძნულ სტილში გაიმართა, რადგან უილსონის წინაპრები ბერძენი ემიგრანტები იყვნენ. ამასთანავე, სწორედ მეუღლის თხოვნით გახდა ჰენქსი მართლმადიდებელი ქრისტიანი. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Rita Wilson (@ritawilson)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები