წლის დასაწყისში, ქერა ლამაზმანი, პერის ჰილტონი კარტერ რეუმზე დაინიშნა. მათ 15 წლიანი ნაცნობობა აკავშირებდათ, ერთმანეთს კი 2019 წლიდან ხვდებოდნენ.
ვიდეო: პერის ჰილტონი 40 წლის იუბილეზე კარტერ რეუმზე დაინიშნა, ნახეთ ნიშნობის ფოტოები
და აი, 40 წლის პერისი გათხოვდა. ახლახან მან ფოტო გაავრცელა, სადაც „ოსკარ დე ლა რენტას“ თეთრ კაბაში პოზირებს.
„ჩემი მარადიულობა იწყება დღეს“, – წერს პერისი.
ცნობისთვის, საქორწინო ცერემონიალი პერისის ბაბუის ვილაში გაიმართა, წვეულებას არც თუ ისე ბევრი სტუმარი ესწრებოდა.
ინსაიდერის განცხადებით, პერისმა კაბა ცერემონიამდე ერთი დღით ადრე აირჩია, თუმცა როგორც ხედავთ, არჩევანმა გაამართლა.