ცოტა ხნის წინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანება გამოიწვია.