ირინა შეიკმა არდადეგები იბიცაზე, მეგობრების გარემოცვაში გაატარა. ინტერნეტსივრცეში არაერთი ცეცხლოვანი ფოტო გავრცელდა, ზოგიერთი შთამბეჭდავი ფოტო მოდელმა თავადაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“.
ფოტო: განცხრომას მიცემული ირინა შეიკი „ბარბერის“ კრეატიულ დირექტორის, რიკარდო ტიშის მკლავებში
ფოტო: ირინა შეიკის პიკანტური გართობა და მოდელის „ინსტაგრამ სთორიში“ აღმოჩენილი შიშველი რიკარდო ტიში
აქტიური დასვენების შემდეგ 35 წლის მოდელი ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა. ამჯერად ვარსკვლავი კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში გადაიღეს. მას „ბარბერის“ გრძელი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 1090 ევროა.