ბრედლი კუპერი და მისი ქალიშვილი, 3 წლის ლეა, საზოგადოების ფავორიტ მამა-შვილადაა აღიარებული. ისინი პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდებიან და საზოგადოების აღფრთოვანებასაც მარტივად იმსახურებენ.
„წლის მამა“- ბრედლი კუპერის და ლეას ფოტო ინტერნეტს იპყრობს
მსახიობმა, ბრედლი კუპერმა და მოდელმა ირინა შეიკმა განქორწინების შემდეგ ქალიშვილზე მეურვეობა თანაბრად გადაინაწილეს
კუპერი ლეასთან დიდ დროს ატარებს. მან ექს მეუღლესთან, ირინა შიკთან და ქალიშვილთან ერთად „დედის დღეც“ აღნიშნა, რაც ტაბლოიდებისთვის დამატებითი ეჭვის საბაბი გახდა. მათი ვარაუდით, ვარსკვლავური წყვილი კვლავ ერთადაა.
ამჯერად მამა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს, 3 წლის ლეას ვარდისფერი კაბა ეცვა, გოგონა საოცარ ფორმაში იყო, თუმცა, მთელი ყურადღება მისი მამისკენ იყო მიპყრობილი. კუპერმა თავზე ლეას ბანტიანი თმის სამაგრი მოირგო და ასე გადაადგილდებოდა ქუჩებში.