LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრაზილიელებმა ჭორი ააგორეს მესი ცოლს სოფიასთან ღალატობსო – ვინ არის ეს გოგო

126
72b01e3bd4d80bd767aea394c7747

ლეო მესისა და ანტონელა როკუცოს ურთიერთობაში ბზარი გააჩინეს, რადგან ფეხბურთელზე თქვეს, ცოლს სოფია მარტინესთან ღალატობსო.

საიდან გაჩნდა ეს ამბავი და ვინ არის სოფია მარტინესი?

სკანდალური ხმა ბრაზილიურმა ტაბლოიდმა Direto Do Miolo გაავრცელა, რომელიც ესპანურ წყაროს დაეყრდნო.

ამ ჭორს სესკ ფაბრეგასის ცოლიც გამოეხმაურა და დანიელა სემაანმა სოცქსელებში დაწერა, ბოდვააო.

საინტერესოა, რომ ეს ესპანური წყარო, სავარაუდოდ არ არსებობს.

სოფია მარტინესი – ცნობილი ჟურნალისტია არგენტინიდან. ის თანამშრომლობს ESPN-თან და ფეხბურთზეა სპეციალიზიებული. სოფია მუშაობდა ბოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, ყატარის მუნდიალზე, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე.

მარტინესს არაერთხელ აუღია ინტერვიუ მესისთან, ნაკრების სხვა ფეხბურთელებთანაც. მარტო 2023 წელს ის ესაუბრა დიბალას, ლისანდრო მარტინესს, მაკალისტერს, დი მარიას, დე პაულს, ხულიან ალვარესს და ემილიანო ალვარესს.

სოფიას ინსტაგრამზე 1.6 მლნ-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

 

„ლეო ბევრ ჟურნალისტთან კარგ ურთიერთობაშია. ის ყველას უღიმის, კარგი ენერგეტიკის ბიჭია. ჩემს შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ მე ქალი ვარ და ამიტომ ათას რამეს წერენ. ვწუხვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე აღიქვეს“, – გამოეხმაურა სულელურ ჭორს თავად სოფიაც.

ჟურნალისტმა მესის ცოლზეც თქვა ორიოდ სიტყვა: „როგორც ყველა არგენტინელი ქალი, მეც აღფრთოვანებული ვარ მისით. კარგი ურთიერთობა მაქვს ანტონელასთან. როდესაც ეს წავიკითხე, ვერ ვიჯერებდი“.

სხვათა შორის, ინსტაგრამზე არის რამდენიმე ფოტო, სადაც სოფია ვიღაც კაცს კოცნის. არც ის არის თავისუფალი?!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები