რამდენიმე დღის წინ კომპანია Brabus-მა მოტოციკლის მოდელის 1300 R-ის შეზღუდული პარტია დააანონსა. მთლიანობაში 154 მოტოციკლეტის გამოშვება იგეგმება და ატელიეს ყველა მათგანის გასაყიდად ზუსტად 2 წუთი დასჭირდა. მათ კი ვინც შეკვეთის გაფორმება ვერ მოასწრო, სანუკვარი მოდელის მიღების შანსი ჯერ კიდევ აქვთ. ამისათვის ოფიციალურ საიტზე მომლოდინეთა ფორმა უნდა შეავსონ და თუკი რომელიმე კლიენტი უარს იტყვის, იქნებ მოტოს შეძენაც შეძლონ.
Brabus 1300 R – KTM 1290 Super Duke R EVO-ს ბაზაზეა აგებული თუმცა ორიგინალისგან ვიზუალური დეტალებით განსხვავდება.
მოტოციკლი მოძრაობაში 1301 კუბური სანტიმეტრის მოცულობის V-Twin ძრავს მოჰყავს. აგრეგატს 180 ცხენის ძალა აქვს და 0-დან 97 კმ-ს ზუსტად 3,2 წამში ავითარებს. სუპერ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-ია.