ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახალი თავგადასავლები გელოდებათ. ნეძვის აღკვეთილში ახალი 13კმ-იანი ეკოტურისტული ბილიკის ხელშეუხებელი ბუნება ვიზიტორს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება!
საშუალო სირთულის ბილიკი მოიცავს: საკემპინგე სივრცეს საჭირო ინფრასტრუქტურით; 12 ვიზიტორზე გათვლილ კოტეჯს. ბილიკის დალაშქვრა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით.
,,ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ნეძვის აღკვეთილში ახალი საინტერესო საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, რომელიც ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზეა და დააინტერესებს ბევრ ვიზიტორს, ვისაც ეკოტურიზმი და ჩვენი ქვეყნის სილამაზის ხილვა სურს. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაცულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტულ ბილიკებს ჩაუტარდა. სამინისტრო მიმდინარე წელსაც მუშაობს ბილიკების რეაბილიტაციასა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი სამი წლის განმავლობაში კი, დაცულ ტერიტორიებზე, 1200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი”, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.